ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო და საამიროები ერთობლივ ბიზნეს საბჭოს ქმნიან
13 სექტემბერი, 2022, 13:52
საქართველო და საამიროები ერთობლივ ბიზნეს საბჭოს ქმნიან

თბილისი (GBC) – საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება - შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საამიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ-საეღს შორის სამშაბათს, 13 სექტემბერს გამართული შეხვედრის მსვლელობისას.

„ჩვენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ, რომელიც წაახალისებს ორი ქვეყნის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება და მიმდინარე წელს ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. „საამიროები მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დროულად გაფორმებას და ამიტომაც, მათ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების წელს დაწყებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ახალ ბიძგს მისცემს საინვესტიციო პროექტებს", - განაცხადა მან. 

„ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური, მაღალი დონის დიალოგის რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და პრიორიტეტული მიმართულებებად დაასახელა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და სხვ. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, რაც წაახალისებს ტურისტულ ნაკადებს ორივე ქვეყნიდან. „ყურის ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული საამიროები, როგორც გამორჩეული ქვეყანაა, მნიშვნელოვანი პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.     

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები