| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე
თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ
ლარით (55%-ით) მეტია.
„ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს
ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული
და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების
ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ
სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით“, - ამბობენ „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოში“.
ამასთან,
2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების
ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქონლის და მომსახურების - 16%-ით. შრომის ანაზღაურების
ხარჯის ზრდა მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდამ განაპირობა.
2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა,
რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 9.6 მლნ ლარით ჩამორჩება. პანდემიამდე,
2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss