ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
WHO: საქართველოში ჯანდაცვის ხარჯები ფინანსური სიდუხჭირის ხშირი მიზეზია
13 სექტემბერი, 2022, 12:29
WHO: საქართველოში ჯანდაცვის ხარჯები ფინანსური სიდუხჭირის ხშირი მიზეზია

თბილისი (GBC) - 2013 წლიდან საქართველო ცდილობს უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა, თუმცა, ამბულატორიული მედიკამენტების მაღალი ღირებულების გამო ჯიბიდან გადახდები ისევ დიდ ბარიერად რჩება ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის - WHO - ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. თუმცა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის ხარჯები ფინანსური სიდუხჭირის ხშირი მიზეზია.

“გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული”, - წერია ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ჯანდაცვის ბიუჯეტის მუდმივი ზრდისა ის კვლავ ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. კერძოდ, საქართველოში 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2.7%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც WHO-ს ევროპის რეგიონში ის 5%-ს შეადგენს, ევროკავშირში 6%-ს, ხოლო საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში კი 3.4%-ს.

თითო ადამიანზე საშუალო დანახარჯი ჯანდაცვის კუთხით WHO-ს ევროპის რეგიონში 3225 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესააც საქართველოში ის 2019 წელს 970 დოლარს შეადგენდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები