ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფაშინიანი: სომხეთმა 49 ჯარისკაცი დაკარგა, ერევანი ბაქოს დერეფანს არ გაუხსნის
13 სექტემბერი, 2022, 12:03
ფაშინიანი: სომხეთმა 49 ჯარისკაცი დაკარგა, ერევანი ბაქოს დერეფანს არ გაუხსნის

თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხურმა მხარემ 49 ჯარისკაცი დაკარგა. სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის“.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები „გმირულად იბრძოდნენ“.

ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან შეტევა 1–2 მიმართულებით კვლავაც გრძელდება, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შესუსტდა.

სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები 12–13 სექტემბრის ღამით განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სამხედრო პროვოკაციებში. აზერბაიჯანული მხარე მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ფაშინიანი პარლამენტში გამოსვლისას ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაზეც საუბრობდა და აღნიშნა, რომ ბაქო უარს ამბობს ყარაბაღის საკითხის სომხეთთან განხილვას, ვინაიდან რეგიონი აზერბაიჯანის შიდა საქმეა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი არ აპირებს აზერბაიჯანისთვის სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გახსნას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები