| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მლნ-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.3 მლნ ერთეული შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში
ვიზიტორების საშუალო
თვიური რაოდენობა
8%-ით ნაკლებია 2021 წლის მეორე
კვარტალის შესაბამის
მონაცემზე. დიაგრამა
1 ასახავს 2021-2022 წლების მეორე
კვარტალებში ვიზიტორებისა
და მათ
მიერ განხორციელებული ვიზიტების
საშუალო თვიურ
რაოდენობებს.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 714.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. დიაგრამა 2 ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.3% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.9 %-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.3% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.6 % მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.3 % - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. დიაგრამა 5 ასახავს 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss