ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ომი განახლდა: აშშ სომხეთს და აზერბაიჯანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ფაშინიანმა პუტინს დაურეკა
13 სექტემბერი, 2022, 09:25
ომი განახლდა: აშშ სომხეთს და აზერბაიჯანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ფაშინიანმა პუტინს დაურეკა

თბილისი (GBC) - რუსი ექსპერტი, ჟურნალ „ნაციონალნაია ობორონას“ რედაქტორი იგორ კოროტჩენკო აზერბაიჯან–სომხეთს შორის განახლებული საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებაში სომხეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერევანს სამშვიდობო შეთანხმების პროცესის ჩაგდება სურს.

„სომხური მხარის შეიარაღებული პროვოკაციის მიზანია ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ჩაგდება. ეს აშკარაა“, – აღნიშნა კოროტჩენკომ.

სამშაბათს დილით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ასევე სომხეთია დადანაშაულებული ფართომასშტაბიან სამხედრო პროვოკაციაში, რომელიც 12 სექტემბრის ღამით დაიწყო დაშკესანის, კელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.

სომხური მხარე, თავის მხრივ, ერევანში სამშაბათს დილით ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს იწვევს და მათ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული აგრესიის შესახებ აცნობს ინფორმაციას.

რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას, სომხეთის ყოფილი ელჩი ნიდერლანდებში ძიუნიკ აგაჯანიანი ამბობს, რომ „აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის მონობის ტოლფასია“.

სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფიციალურმა ერევანმა ვითარების უკიდურესი დაძაბვის ფონზე უკვე მიმართა რუსეთს, კუხოს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

„გადავწყვიტეთ, ოფიციალურად მიგვემართა რუსეთისთვის, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ არსებული შეთანხმების პირობების ასამოქმედებლად“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.  

საბრძოლო მოქმედებების შედეგად მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის შესახებ მხარეები ოფიციალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ. მხოლოდ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საომარ მოქმედებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაჭრილები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები