ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აზერბაიჯანმა და EBRD–მა გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოება განიხილეს
12 სექტემბერი, 2022, 17:19
აზერბაიჯანმა და EBRD–მა გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოება განიხილეს

თბილისი (GBC) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მონაწილეობას გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, უთხრა სააგენტო TREND-ს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა EBRD–ის პრეზიდენტთან ოდილ რენო–ბასოსთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შახბაზოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმი გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოების საფუძველს ქმნის.

მისივე თქმით, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე თანამშრომლობით 10–ზე მეტი ქვეყანაა დაინტერესებული.

„გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოების დაფინანსება მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი გაზის მიწოდების გასაზრდელად. ეს სუფთა ენერგიაზე გადასვლის და ქვანახშირის გამოყენებაზე უარის თქმის შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნებს, რასაც ენერგოკრიზისის გამო დაუბრუნდნენ. ამასთან, გაზის სამხრეთის დერეფანი თავისი წყაროების დივერსიფიცირებას მოახდენს წყალბადის ტრანსპორტირების ხარჯზე“, – თქვა შახბაზოვმა.

ევროპაში გაზის სამხრეთის დერეფნით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად ამ მილსადენით ევროპის ქვეყნები 10 მლრდ კბ/მ გაზს იღებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები