ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ზელენსკი–პუტინის შეხვედრის პერსპექტივას ვერც კიევში ხედავენ და ვერც კრემლში
12 სექტემბერი, 2022, 17:03
ზელენსკი–პუტინის შეხვედრის პერსპექტივას ვერც კიევში ხედავენ და ვერც კრემლში

თბილისი (GBC) – კრემლში ჯერჯერობით ვერ ხედავენ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომის წინაპირობებს. ამის შესახებ პუტინის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ პუტინს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

კვირას, 11 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება. მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გაიმართოს, რაც რუსეთი დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ღამით ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ელექტროენერგია გაითიშა. მიზეზი უკრაინის ელექტროსადგურებზე რუსეთის მიზანმიმართული სარაკეტო შეტევაა.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ძალების ელვისებურმა დარტყმებმა რუსების საჯარისო ნაწილების უკან დახევა გამოიწვია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა ავიაციამ 30-ზე მეტი დასახლება დაბომბა უკრაინაში.

ამ დროისათვის უკრაინაში დაბომბილია 2 ელექტროსადგური. მათ შორის ერთი ხარკოვშია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები