ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა შრომის ბაზრის კვლევას აქვეყნებენ
12 სექტემბერი, 2022, 13:18
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა შრომის ბაზრის კვლევას აქვეყნებენ

თბილისი (GBC) – ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 13 სექტემბერს სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ წარადგენენ 2022 წელს ჩატარებული კვლევის წინასწარ შედეგებს, რომელიც ტურიზმისა და სიჯანსაღის, ანუ ველნესის სექტორებში არსებულ შრომის ბაზარს, პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნასა და პროფესიული განათლების არსებულ შესაძლებლობებს შეისწავლის.

კვლევის მიგნებები ეყრდნობა საქართველოს ხუთი რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში მოპოვებულ მონაცემებს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი).

კვლევა განახორციელა ორგანიზაციამ „ეი-სი-თი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და  უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კვლევის წინასწარი შედეგების განხილვას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამომსვლელები:

•             კოლომბ დე მერსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის ჯგუფის ხელმძღვანელი

•             ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

•             ვალერიან გობრონიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

•             ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

•             თამარ ქიტიაშვილი, უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები