| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – მეორე
კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ $351.8 მილიონი შეადგინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან
შედარებით დაბალი ნიშნულია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია
ნათქვამი.
დოკუმენტის
თანახმად, მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის შეფასება საინვესტიციო
აქტივობის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით უცვლელია, რასაც მეორე კვარტლის საინვესტიციო
იმპორტის მონაცემებიც ადასტურებს.
„ასევე, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ლარი გამყარების მიმართულებისკენ შებრუნდა. ძლიერი ლარი, სასაქონლო ფასების კლებასა და წლის დასაწყისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, კვლავ მონეტარული პოლიტიკის შერბილების არგუმენტია. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ წლის ბოლოსათვის. შესაბამისად, ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამორიცხვის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ შემცირების წინაპირობები წონადია, ჩვენი საბაზო სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა“, – ნათქვამია ყოველკვირეულ განახლებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss