| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისის
მერიის მიერ გამოცხადებულ 1 მლნ ლარის ღირებულების ტენდერში შპს ,,გრინსერვის+’’ უკონკურენტოა.
ტენდერი შერჩევა/შეფასების
ეტაპზეა და მოიცავს 47 ერთეული სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორის მონტაჟს თბილისის ტერიტორიაზე.
მარტივი დაანგარიშებით,
თითო ტრენაჟორისა და მისი მონტაჟის საშუალო ღირებულება 21 300 ლარია.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, საქონელი უნდა
იყოს ახალი
და უნაკლო.
შესყიდვის ობიექტის
საგარანტიო ვადა
შეადგენს საბოლოო
მიღება-ჩაბარების
აქტის გაფორმებიდან 2 წელს. ასევე პროდუქციას უნდა გააჩნდეს
საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ
გაცემული EN 16630 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები.
ორგანიზაცია
,,ფლანგვის დეტექტორის’’ ინფორმაციით შპს “გრინსერვის +”-მა
მხოლოდ 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ
გაიმარჯვა, რომელთა ჯამური
ღირებულება 12 მლნ ლარს შეადგენდა.
ტენდერების მონიტორის ინფორმაციით კი ,,გრინსერვის+’’
274 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 116 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია.
კომპანია 2010 წელს დაარსდა
და მფლობელთა სტრუქტურა ასეთია:
კობა ხარშილაძე 33%.
ლაშა ფურცხვანიძე 33%,
ტარიელ კიკნაძე 34%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss