ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფოთის პორტის გაფართოების საკითხი ინვესტორის პრეროგატივაა
9 სექტემბერი, 2022, 12:52
ფოთის პორტის გაფართოების საკითხი ინვესტორის პრეროგატივაა

თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ ფოთის პორტმა, დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტი გაფართოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

„ფოთის პორტთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია „ეიპიემ ტერმინალთან“ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ პორტმა, დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება. ახლა ინვესტორის გადასაწყვეტია, თუ როდის და რამდენ ინვესტიციას ჩადებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მინისტრის განმარტებით, მიდის სამუშაოები არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოქნილს გახდის სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა. ეს არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანია. კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. სამუშაო პროცესი მიდის და კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება მავრობამ 2020 წელს შეწყვიტა, ახალი ტენდერის გამოცხადების დრო კი ბუნდოვანია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები