ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„სამგორი ველს“ და „დენმარკს“ დარღვევების გამო გაჯის წარმოებს უფლება შეუჩერეს
9 სექტემბერი, 2022, 12:14
„სამგორი ველს“ და „დენმარკს“ დარღვევების გამო გაჯის წარმოებს უფლება შეუჩერეს

თბილისი (GBC) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედ გაჯის საწარმოებს „სამგორი ველი“ და „დენმარკი“ საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერა. კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ - სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა.

 „საჯარიმო სანქციებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიური შემოწმების მიუხედავად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში განთავსებული გაჯის საწარმოები არ მოექცნენ საკანონმდებლო ჩარჩოებში. შესაბამისად, კომპანიებს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდათ, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, შემდგომი განხილვის მიზნით, გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები