ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი როსტომაშვილი: არასწორ პარკირებაზე ჯარიმის გაზრდა სწორი გადაწყვეტილებაა
9 სექტემბერი, 2022, 11:13
ირაკლი როსტომაშვილი: არასწორ პარკირებაზე ჯარიმის გაზრდა სწორი გადაწყვეტილებაა

თბილისი (GBC) – პარკინგზე მიტოვებული გამოუსადეგარი ავტომობილების და არასწორად დაპარკინგებული ავტომობილების მფლობელებისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრებას დადებითად აფასებს არქიტექტორი, კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი დადებითად აფასებს. მისი თქმით, არასწორ პარკირებაზე ჯარიმის მკვეთრად გაზრდა, სწორი გადაწყვეტილებაა. სხვანაირად წარმოუდგენელია  პარკირების სისტემის მოწესრიგება.

„სახელმწიფო ვერ მოაწყობს და ააშენებს ავტოსადგომებს. ეს უნდა გააკეთოს კერძო ბიზნესმა. ხოლო თუ ეს მომგებიანი არ იქნება, გამორიცხულია, რომ ამ სფეროში მოხდეს ბიზნესის მიერ ინვესტირება. ერთი მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი, ნიშნავს დაახლოებით 50 კვ.მ. მშენებლობას. (500 კვ.მ. საშუალოდ შესაძლებელია მოეწყოს 10 ა/სადგომი) ანუ მისი ღირებულება იგივეა რაც შესაბამის ზონაში 1 ოთახიანი ბინა. ინვესტორმა ეს საპარკინგე ადგილი უნდა გააქირაოს თვეში იმ ფასად, რამდენადაც გაქირავდება იმ უბანში 1 ოთახიანი ბინა, ანუ დაახლოებით 900 ₾. - რაც დღეში არის 30 ₾. ...“, წერს ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი როსტომაშვილი მსოფლიოს ქალაქების გამოცდილებებზე საუბრობს თავის პოსტში და აცხადებს, რომ რეგულაციების გამკაცრება ერთადერთი გამოსავალია ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად.

„მე წლების წინ მომიწია ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე ქალაქის გამოცდილების შესწავლა. მაგალითად სინგაპურში, გასული საუკუნის 70 წლებში, შემოიღეს „დრაკონული“ ჯარიმები, ამასთან თანამდებობის პირები დარღვევის შემთხვევაში იხდიდნენ ამ ჯარიმის სამმაგ ოდენობა, სამართალდამცავები კი ხუთმაგს. რაც მთავარია ვინც პოლიციას მიაწვდიდა ინფორმაციას არასწორად დაპარკინგებულ მანქანაზე, პრემიის სახით აძლევდნენ „ამოღებული“ თანხის ნახევარს! – (ეს მაშინ როდესაც მობილური ტელეფონები არ იყო.. ახლა ამ პრინციპის ამოქმედება უმარტივესი იქნება) - სულ რამდენიმე კვირაში მკვეთრად გამოსწორდა მდგომარეობა“, – წერს როსტომაშვილი.

გამოუსადეგარი ავტომობილის გზაზე მიტოვებაზე ჯარიმის გაორმაგებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ხუთშაბათს მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.

როგორც ამ ცვლილების ერთ-ერთმა შემოქმედმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ამ ცვლილებით მათ შორის ხდება ფულადი სანქციის გაზრდა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ავტომობილი თვეობით, წლობით არის გაჩერებული (მიტოვებული) საპარკინგე ადგილზე, რაც დისკომფორტია მოსახლეობისთვის, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი ავტომობილების გაჩერებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები