| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - ბრიტანული
მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვება, რომელზეც გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ II–ა გამოსახული, შეწყდება.
The Guardian–ის ცნობით, ახალ ერთეულებზე
დედოფლის გამოსახულება მეფე ჩარლზ III–ით ჩანაცვლდება. გამოცემა წერს, რომ დედოფლის
გამოსახულებიანი ბანკნოტების ჩანაცვლებას სულ მცირე 2 წელი დასჭირდება.
რაც
შეეხება მონეტებს, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება.
დღეისათვის
ბრუნვაში 4,5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ნომინალის ფულია მიმოქცევაში ელისაბედ მეორის
სახის გამოსახულებით.
ბრიტანული
ფულადი ნიშნების გარდა, დედოფლის გამოსახულება დატანილია კანადურ 20–დოლარიანზე, ახალი
ზელანდიის მონეტებზე და აღმოსავლეთ კარიბის აუზის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ
ყველა ბანკნოტსა და მონეტაზე. ეს ფულადი ნიშნები ბრუნვაში დარჩება და მათი ამოღება
ეტაპობრივად მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss