ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძემ ბანკების მომხმარებლების უფლებები სებ–ის პრიორიტეტებში დაასახელა
8 სექტემბერი, 2022, 18:06
კობა გვენეტაძემ ბანკების მომხმარებლების უფლებები სებ–ის პრიორიტეტებში დაასახელა

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკი ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. ამის შესახებ სებ–ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგულატორის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში განაცხადა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს. კერძოდ, შემუშავდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები. კოდექსი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების, მეტ გამჭვირვალობასა და, შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს. ასევე, აქტიურად ფუნქციონირებდა ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები