ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გვენეტაძე: სებ–მა სხვა ქვეყნებზე ადრე დაინახა „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკები
8 სექტემბერი, 2022, 17:46
გვენეტაძე: სებ–მა სხვა ქვეყნებზე ადრე დაინახა „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკები

თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის" ეფექტების რისკები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრიდანვე დაინახა და ამ რისკების აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხუთშაბათს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სებ–ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სებ–ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომელმაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია და ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა.

„გლობალურად ცენტრალურმა ბანკებმა 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაგან თავი შეიკავეს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის" ეფექტების რისკები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრიდანვე დაინახა და ამ რისკების აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე და მოგვიანებით უკვე 11%-მდე გაზარდა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. მისი თითოეული გადაწყვეტილება არის ოპტიმალური და ის ცდილობს მოძებნოს ოქროს შუალედი ფასების სტაბილურობის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით შესანარჩუნებლად.  როგორც ეს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონშია განმარტებული, „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადი გარემო ყველაზე საშიში სწორედ ფინანსურის სექტორისთვისაა.

 

"გადაწყვტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური - ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ  ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი. დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია, ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები