| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – NATO–ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანადის ვიცე–პრემიერის
და ფინანსთა მინისტრის ქრისტი ფრილანდის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ეთნიკურად
უკრაინელია. ამის შესახებ ტელეარხი CBC იუწყება.
NATO–ს
ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, რომელსაც ტელეარხი ციტირებს, არსებობს წინაპირობები,
რომ ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი გახდება ერთ–ერთი „მაღალკვალიფიციური ქალი“.
ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან და ოტავიდან ოთხი წყარო
ირწმუნება, რომ საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების წრეებში სწორედ ფრილანდი ახსენეს,
როგორც NATO–ს
ამჟამინდელი გენმდივნის იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე. აღინიშნება, რომ რუსული ენისა
და კრემლის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა მისი დიდი უპირატესობა შეიძლება გახდეს.
თავად ფრილანდმა ჟურნალისტს კითხვაზე მისი NATO–ს გენმდივნად შესაძლო
დანიშვნასთან დაკავშირებით უპასუხა: „მე უკვე მაქვს ორი სამსახური“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss