ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო და სომხეთი ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმდნენ
8 სექტემბერი, 2022, 13:00
საქართველო და სომხეთი ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

თბილისი (GBC) – ენერგეტიკის სფეროს შესახებ ქართულ-სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე  ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორებს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და სომხეთის „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრს" შორის ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც USAID–ის საქართველოსა და სომხეთის ოფისების მხარდაჭერით გაიმართა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სექტორში და ყურადღება გაამახვილეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და მომავალ განვითარებას.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა რუმინეთისას დაუკავშირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.

რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები გააცნო. აღინიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, რომლის მიზნებსაც ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაცია და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენს.

რომეო მიქაუტაძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში ენერგეტიკული მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მან დადებითად შეაფასა კოოპერაცია საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკულ სისტემებს შორის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, უფრო მეტად განავითარონ ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელები და ამით ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადების ზრდის პროცესს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის", „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის", აგრეთვე „სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის", „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრის" და „ერევნის თბოელექტროსადგურის" ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები