ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
9 სექტემბერს ნინოწმინდის საბაჟო 11:00–დან 23:00 საათამდე არ იმუშავებს
8 სექტემბერი, 2022, 11:57
9 სექტემბერს ნინოწმინდის საბაჟო 11:00–დან 23:00 საათამდე არ იმუშავებს

თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, 11-00 საათიდან 23 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით  მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე  „ნინოწმინდა“ შეჩერებული იქნება  საბაჟო კონტროლის პროცედურები.

„სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება 24/7-ზე  განხორციელდება. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის  გატარება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები