ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი გაიცხრილა
8 სექტემბერი, 2022, 11:45
SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი გაიცხრილა

თბილისი (GBC) – საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც  პირდაპირ  არ უკავშირდება  SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო წინაპირობებს. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული SEPA-სთან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა კომიტეტმა, რათა დღეს გამარტივდეს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ამოღებულია საკითხი, რომელიც ეხება დეპოზიტებს. ე.წ.  გახსნილი და მოუკითხავი თანხების ანგარიში, რომელსაც არ გამოუჩნდა ბენეფიციარები.  იყო საუბარი და დისკუსია სად უნდა წავიდეს ეს თანხები, ხომ არ გადაირიცხოს ბიუჯეტში? ესეც დამატებითი განხილვისთვის უნდა გადაიდოს, თუმცა ჩემი წინადადება იქნება, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი ამ ქვეყანაში შექმნილიყო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ეს თანხები მიიმართოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში და არა ბიუჯეტში“-ამის შესახებ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ცვლილება უნდა განხორციელდეს 21 კანონში, პაკეტი 1700 გვერდიანია. კომიტეტის თავმჯდომარემ დააკონკრეტა კონსულტაციების შედეგად რომელი საკითხების ამოღება მოხდა კანონპროექტიდან.

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმები, რომლებიც არეგულირებდა ე.წ interchange fee-ს და საბაზისო ანგარიშს. აღნიშნული საკითხების განხილვას პარლამენტი მოგვიანებით დაუბრუნდება. იმავე კანონში დაკორექტირდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის ფორმირების წესი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება, გაიაფდება, მარტივად მოხდება ევროს გადარიცხვა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხუთშაბათის სხდომაზე ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები