| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში $351.8 მლნ შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1%-ით მეტია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2020-2022 წლებში:
2022 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და $90.2 მლნ. შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3%-ით განისაზღვრა.
2022 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - $64.7 მლნ. ,რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 % შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - $44.8 მლნ. (12.7%), ხოლო მესამეზე იაპონია -$ 41.8 მლნ. (11.9%)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2022 წლის II კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოცემულია ცხრილში:
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $76.6 მლნ. შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - $75.6 მლნ. (21.5%), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი $47.6 მლნ. (13.5 %). 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით წარმოდგენილია დიაგრამაზე:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss