ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბბ დაზღვევა სადაზღვევო სექტორში მოგებით მე-3 ადგილზეა
7 სექტემბერი, 2022, 14:00
ბბ დაზღვევა სადაზღვევო სექტორში მოგებით მე-3 ადგილზეა

თბილისი (GBC) – ბბ დაზღვევა, სადაზღვევო ბაზარზე 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, მოგებით სამეულშია. კომპანიამ სექტორის  მთლიანი მოგების 11.7% დააგენერირა.

ბბ დაზღვევა, ბბ ლიზინგთან ერთად ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომლის მთავარი უპირატესობაა ჰოლდინგური სერვისი, რომელსაც როგორც საცალო ისე კორპორაციულ  მომხმარებელს სთავაზობს.

ბბ დაზღვევის ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო დაზღვევა, ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ავტომობილის და ავტომფლობელთა დაზღვევა.

მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის სადაზღვევო მომსახურების შეძენა ბაზისბანკის   ფილიალებში შეუძლია.

ბბ დაზღვევა მომხმარებელს  მაქსიმალურად დახვეწილ  სერვისსა  და ხელსაყრელ ტარიფს  კომბინირებულად სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბბ დაზღვევა „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში 600 მლნ. აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული, ეს გარემოება კი მომხმარებელს ნდობასა და საიმედოობას უჩენს. უპირატესობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ზარალის დარეგულირების  სისწრაფე.

სწორედ ამ გარემოებების დამსახურებით, ბბ დაზღვევა დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის - საავიაციო დაზღვევის ბაზრის ლიდერია  და  ბაზრის 52,2%-ს ფლობს!

ბბ დაზღვევის  მიმდინარე წლის  გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. კომპანია აგრძელებს კორპორაციული მიმართულებით მუშაობას და  წლის ბოლოსთვის მოგების ჭრილში 2 მილიონი ლარის გენერირებას  გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები