ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო 13 საინვესტიციო კონსულტანტს მასპინძლობს
7 სექტემბერი, 2022, 13:43
საქართველო 13 საინვესტიციო კონსულტანტს მასპინძლობს

თბილისი (GBC) – USAID-ის დახმარებით საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 13 საინვესტიციო კონსულტანტი იმყოფება, რომლებიც უცხოელ მსხვილ ინვესტორებს ურჩევენ, სად განახორციელონ ინვესტიცია. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხოელ კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

„გვინდა, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ საქართველოს პოტენციალზე და ვაჩვენოთ, თუ როგორ წარმატებულან მუშაობენ სხვადასხვა სექტორში უცხოური კომპანიები ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიო პრაქტიკით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაა და კონკრეტული კომპანიების შემოყვანის მხრივ. საერთაშორისო კონსულტანტებთან ასეთ ნაყოფიერ თანამშრომლობას შედეგად მოაქვს ის, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ჩანს წამყვანი კომპანიებისა და მსხვილი ინვესტორების რუკაზე", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

გაცნობის ტურში მონაწილე საიტის ლოკატორები წარმოადგენენ გლობალურ კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ საინვესტიციო ლოკაციებსა და ობიექტებს.

ე. წ. ლოკაციის კონსულტანტებთან გაცნობით ტურს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, USAID-ის „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში" მასპინძლობს. ტურის მიზანია, საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულების შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საიტების ლოკატორები, ტურის ფარგლებში მოინახულებენ კახეთსა და ქუთაისში მათთვის საინტერესო ობიექტებს. ასევე შეხვდებიან სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, მიიღებენ ინფორმაციას და რიგ ინდუსტრიებში საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები