ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო – ქვეყანა აღიარებული ევროპული პერსპექტივით. ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის მთავარი გზავნილები
7 სექტემბერი, 2022, 11:11
საქართველო – ქვეყანა აღიარებული ევროპული პერსპექტივით. ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის მთავარი გზავნილები

თბილისი (GBC) – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მხარეებმა არაერთი გზავნილი გაჟღერეს. ევროპელები ქართულ დელეგაციას სრულ მხარდაჭერას აღუთქვამენ, 12–პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ“

„ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

საბჭოს სხდომამდე ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელთან გამართა შეხვედრა, სადაც ევროპის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამბიციური წინსვლის რეფორმების ხილვა სურთ.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი. 

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა“.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში საქართველოს  წინსვლა დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოახდინოს საქართველოს დასახმარებლად.

„მეც მინდა მივესალმო ბრიუსელში  საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. მე ვფიქრობ, ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა. ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი განვითარება. შეხვედრა, რომელიც გასულ წელს გვქონდა, იმასთან შედარებით, ნებისმიერ შეხვედრასთან შედარებით, რაც საქართველოში გვქონია ასოცირების საბჭოს ფორმატში, შევიკრიბეთ და ჩვენი პრიორიტეტები ნათელია. ჩვენ გვქონდა ღია, გახსნილი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.

მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს არც დრო, არც ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ერთად ვიმუშაოთ ქვეყანაში.  საქართველოს  წინსვლა ევროკავშირის მიმართ და მიმართულებით რა თქმა უნდა დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ ყველა მხარე და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. ეს არის უნიკალური ეროვნული პრიორიტეტი და უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა,  რეკომენდაცია ვიძლევით, რომ 12 პრიორიტეტზე გააკეთოს აქცენტი საქართველომ. როგორც კომისიამ განსაზღვრა: გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში ჩატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება, მედიის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი - ეს ყველაფერი გაწერილია იმ პრიორიტეტებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მჭიდროდ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით. იმიტომ, რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ როდესაც ჩვენს შეფასებას ჩავატარებთ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, იმედი გვექნება, რომ პოზიტიურად შევაფასებთ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას და იმ ეტაპზე რაც გვექნება სტატუს კვო, იმედი გვაქვს, რომ  რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო",- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ.

„დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე და ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, სადაც საქართველოს მიაჩნია, რომ ბუნებრივად ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას. ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები