| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საგანმანათლებლო
და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 11 მლნ ლარის
ღირებულების ტენდერში შპს ,,ენენ ჯგუფი’’ უკონკურენტოა.
ტენდერი შერჩევა/შეფასების
ეტაპზეა და ერთადერთი კანდიდატი ,,ენენ ჯგუფია’’.
ტენდერის დოკუმენტაციის
მიხედვით, „ენენ ჯგუფი“ 11 მლნ ლარად გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სსიპ ქალაქ გორის
N11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს. აღნიშნული სკოლა 650 მოსწავლეზე
იქნება გათვლილი.
აღნიშნული პროექტი არის
ტიპური, ამიტომ ტექნიკური თუ საექსპერტო დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს რომელიმე
ქალაქის, სოფლისა თუ რაიონის სკოლის პროექტის ანალოგს.
შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• შენობის მზიდი კონსტრუქცია
უნდა იყოს რკინა-ბეტონის კარკასი.
• სართულშუა გადახურვები
და სახურავი რკინა-ბეტონის ფილა.
• ბლოკის შემავსებელი:
გარე კედლები 40 სმ, შიდა ტიხრები 25 სმ.
• ინტერიერში გამოიყენება
მხოლოდ ეკოლოგიური და მაღალი ხარისხის მასალები. შიდა ტიხრები მოეწყოს სამშენებლო ბლოკით
სისქით 20-25სმ.
• იატაკზე უნდა იყოს
მაღალი ხარისხის ვინილი, კედლები დამუშავდეს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით.
• შენობა ადაპტირებული
უნდა იყოს შ.შ.მ. პირებისთვის.
• კედლები დამუშავდეს
ეკოლოგიურად სუფთა საღებავით.
• შიდა კიბეები მოპირკეთდეს
ნატურალური ქვით.
• შეკიდული ჭერის მოწყობა
„არმსტრონგი“-ს ტიპის ფილით.
მიმწოდებელი ვალდებულია
სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში.
შპს,,ენენ ჯგუფი’’ დაფუძნებულია
2006 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით მას მხოლოდ 1 სახელმწიფო ტენდერში აქვს გამარჯვება
მოპოვებული (4.2 მლნ ლარის ღირებულებით).
კომპანიის 50% წილის
მფლობელი კახა ღიბრაძეა, ხოლო 50%-ის ვასილ გუნიავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss