ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კრემლში „მუშა საფრთხობელად“ შერაცხეს Bloomberg-ის სტატია რუსეთში რეცესიის შესახებ
6 სექტემბერი, 2022, 12:40
კრემლში „მუშა საფრთხობელად“ შერაცხეს Bloomberg-ის სტატია რუსეთში რეცესიის შესახებ

თბილისი (GBC) – რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაკსიმ რეშეტნიკოვმა კომენტარი გააკეთა Bloomberg-ის სტატიაზე, რომელიც წერია, რომ ქვეყნის მთავრობამ შიდა ანგარიში მოამზადა ხანგრძლივი რეცესიის შესახებ. მინისტრმა განაცხადა, რომ მასალა ანალიტიკურ ანგარიშებს ასახავს, რომელიც აჩვენებს, როგორ იმუშავებს ეკონომიკა სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ სტატიაში მოცემული სცენარი „მუშა საფრთხობელაა“.

„ეს სცენარები უნდა განვიხილოთ, როგორც მუშა საფრთხობელა. ესაა ანალიტიკური გაანგარიშებები, რომლებიც სწორედაც რომ იმის გასათვლელად არ გამოგვიყენებია, რა მოხდება, თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, არაფერს გავაკეთებთ“, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს რუსეთის აღმოსავლეთი ეკონომიკურ ფორუმზე.

მისი თქმით, რუსეთის მშპ წელს 2,9%–ით შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით: –7,8%. მინისტრი ირწმუნება, რომ 2024 წლიდან რუსეთის ეკონომიკა მდგრად პლუსში გადავა.

სააგენტო Bloomberg წერდა, რომ მთავრობისთვის მომზადებული ანგარიშის თანახმად, რუსეთი უფრო ხანგრძლივი და ღრმა რეცესიის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების გამო. სტატიაში მოცემული სამი სცენარიდან ორის თანახმად, 2023 წელს რუსეთში რეცესია გაღრმავდება, ხოლო ომამდელ დონეს ათწლეულის მიწურულს, ან უფრო გვიან მიუახლოვდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები