ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სესხები კვლავ ძვირდება
6 სექტემბერი, 2022, 10:38
სესხები კვლავ ძვირდება

თბილისი (GBC) - ივლისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პპ-ით გაიზარდა და 13.4% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 16.5%-მდე, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე - 0.1 პპ-ით, 7.0%-მდე გაიზარდა. 

იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და მიმდინარე წლის ივლისში 13.5% შეადგინა. იგივე დონეზე ნარჩუნდება იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი, რომელმაც ივლისში 12.47% შეადგინა.

 „წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების ზრდასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა მხოლოდ მცირედით მოიმატა. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, წინა თვესთან შედარებით, იურიდიული პირების სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.3%-მდე გაიზარდა, ხოლო იპოთეკური სესხების 0.2 პპ-ით - 6.2%-მდე გაიზარდა“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

ამასთან, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მისი დონე წინა თვესთან შედარებით 1.0 პპით შემცირდა და 45.8%-ს გაუტოლდა. შემცირებას განაგრძობს როგორც ფიზიკური პირების ასევე იურიდიული პირების დოლარიზაციის დონე. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები