| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ივლისში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე მონაწილეობდა 13 ბანკი და 5 არასაბანკო
ორგანიზაცია. სავალუტო ბაზრის მაჩვენებლების მიხედვით კონცენტრაცია გაზრდილია. ჰერფინდალ-ჰირშმანის
(HH) ინდექსი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
სებ–ის ცნობით, ივლისში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა როგორც თვიურად,
ასევე წლიურად გაზრდილია. აღნიშნულ
თვეში აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 215.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით - 52.2
მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის ივლისთან შედარებით 83.7 მლნ აშშ დოლარით მეტია. ამავდროულად, ბაზრის მონაწილეებს
შორის დადებული გარიგებების რაოდენობა წინა თვესთან
შედარებით 25.8%-ით, ხოლო წლიურად 24.7%-ით შემცირდა.
2022 წლის ივლისში სავალუტო
ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები თითქმის მთლიანად სპოტ3 გარიგებებით ხდებოდა (99.2%) და 2,457.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად
684.4 მლნ აშშ დოლარით (თვიურად 137.8
მლნ აშშ დოლარით) გაზრდილია.
სპოტ გარიგებების ძირითადი
ნაწილი იურიდიულ პირებზე, დანარჩენი კი შინამეურნეობებზე და არარეზიდენტ ბანკებზე მოდიოდა.
საქართველოს ეროვნული
ბანკის წილი მთლიან ვაჭრობაში 4.5% იყო.
ჯამურად წესებზე დაფუძნებული ორმხრივი ინტერვენციების მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვამ ივლისის განმავლობაში
109.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss