| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის არჩევნების შედეგების თანახმად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ლიზ ტრასი გახდა, რომელიც ბორის ჯონსონის კაბინეტში
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.
ხმის მიცემის პროცესი 1–ელ აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბრამდე
გაგრძელდა. არჩევნების ფინალში რიში სუნაკი და ლიზ ტრასი გავიდნენ. წინა პრემიერ–მინისტრმა
ბორის ჯონსონმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 7 ივლისს გამოაქვეყნა.
47 წლის ლიზ ტრასის კანდიდატურას კონსერვატიული პარტიის
81 329 რიგითმა წევრმა დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა
სუნაკმა 60 399 ხმა მოაგროვა. ლიზ ტრასი ბორის ჯონსონის სავარძელს 6 სექტემბერს დაიკავებს
და მთავრობის ახალ შემადგენლობასაც დანიშნავს.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის 56–ე პრემიერ–მინისტრი იქნება
და მეთხუთმეტე ელისაბედ II–ს
მმართველობის პერიოდში. იგი ასევე მესამე ქალი იქნება ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის
ხელმძღვანელის პოსტზე მარგარეტ ტეტჩერის (1979–1990 წწ) და ტერეზა მეის (2016–2019
წწ) შემდეგ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss