ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში მზის ელექტრო სადგურები განთავსდება
5 სექტემბერი, 2022, 16:02
ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში მზის ელექტრო სადგურები განთავსდება

თბილისი (GBC) – „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. ჩვენ, პოლონეთის მთავრობისა და UNIDO - მხარდაჭერით, ვიწყებთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერას მდგრადი ენერგეტიკის პროექტების განხორციელების გზით, მუნიციპალური მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების ფარგლებში. იმედი გვაქვს, რომ პროექტი გამოიწვევს ცნობიერების ამაღლებას  რეგიონებში და მწვანე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ადგილობრივი ბაზრის ამოქმედებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ კონფერენციაზემზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის" სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაპოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის" (IEO) ორგანიზებით გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტისსაქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ეკონომიკის დონეზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ აიღო ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში ძირეული რეფორმების განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, რაც ასევე გულისხმობს, სახელმწიფოს მასშტაბით განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის წახალისებას სხვა და სხვა სექტორებში. მისი თქმით, გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობა, რაც განისაზღვრა როგორც ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებში , ასევესაქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობაში.

რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების შემუშავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება განსაზღვრულია ევროსაბჭოს მერების შეთანხმებით, რომლის ხელმომწერი მხარეა 26 მუნიციპალიტეტი საქართველოდან. მისი თქმით, აღნიშნული გეგმების განხორციელება  მნიშვნელოვან როლს შეიტანს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებასა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაში.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მასკევიჩი.

პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხუთ ქალაქში - ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში PV ინვესტიციების განხორციელების საპროექტო ფაზის მხარდაჭერაზე. ღონისძიებების მიზანია საზოგადოებრივ შენობებზე (ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) განლაგებული PV ინვესტიციების 12 ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თემების ენერგეტიკული გარდაქმნის  დაჩქარებას. აგრეთვე შემუშავდება საქართველოს თემებზე მორგებული დაფინანსების ინოვაციური მექანიზმები (მაგ. მცირე პროექტების გაერთიანება "ბანკებისთვის მისაღებ" საინვესტიციო პაკეტებში).

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის მიერ და ხორციელდება პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა (EIO) და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) თანამშრომლობით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები