ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქონების დაზღვევიდან მოზიდული პრემია 12,6%–ით შემცირდა
5 სექტემბერი, 2022, 15:04
ქონების დაზღვევიდან მოზიდული პრემია 12,6%–ით შემცირდა

თბილისი (GBC) – 6 თვის განმავლობაში საქართველოში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ ₾64.8 მლნ შეადგინა, რაც 12.6%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021/H1- 74.1 მლნ ₾).

ქონების დაზღვევაში ბაზრის წილითა და მოზიდული პრემიით ალდაგი 38%–ით ლიდერობს.

ამ პერიოდში ალდაგმა ₾24.6 ლარის პრემია მოიზიდა, რაც  ქონების დაზღვევის მთლიანი ბაზრის 38%-ს შეადგენს (2021/H1-₾26.8 მლნ - 36%). აღნიშნული შედეგი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულად გამოსახულებაში 8.2%-იანი კლებით ხასიათდება, თუმცა ბაზრის წილი გაზრდილია 2 პროცენტული პუნქტით.

ალდაგი ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაშიც ლიდერობს. ამ სექტორში ჯამურად მოზიდულმა პრემიამ 16.3 მლნ ლარი შეადგინა. ალდაგი ამ მიმართულებით 42%-ით ლიდერობს 6.8 მლნ ლარის მოზიდული პრემიით. მეორეზეა ჯიპიაი 4 მლნ ლარით, რაც სექტორის 24%-ია. მესამეზეა უნისონი 1.8 მლნ ლარით, რაც მთლიანი სექტორის 11%-ია.

 ამ პერიოდში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობას მოზიდული 6.9%-იანი კლება აქვს. 2021 წლის 6 თვეში აღნიშნულ სახეობაში მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ ₾17.5 მლნ შეადგინა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები