ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეაბილიტირებულ მეტეხის ხიდზე საღამოდან მოძრაობა სრულად აღდგება
5 სექტემბერი, 2022, 12:54
რეაბილიტირებულ მეტეხის ხიდზე საღამოდან მოძრაობა სრულად აღდგება

თბილისი (GBC) - თბილისში, მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია და ორშაბათს, 5 სექტემბერს საღამოდან ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორივე მიმართულებით აღდგება მას შემდეგ, რაც ასფალტის ზედა ფენა დაიგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის თქმით, ხიდის რეაბილიტაცია ითვალისწინებდა მოაჯირების, ხიდში გამავალი საკომუნიკაციო სისტემების განახლებას, მათ შორის წყალმომარაგების ქსელის, სადრენაჟო სისტემის სრულად შეცვლას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დასრულებულია ხიდის ქვედა თაღების შეკეთებაც და დამონტაჟებულია განათებები.

თბილისის მერის თქმით, განახლებული მეტეხის ხიდი ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას.

მეტეხის ხიდის ადგილზე სახიდე გადასასვლელები უხსოვარი დროიდან არსებობდა. დღევანდელი ხიდი 1951 წელს აშენდა და თავდაპირველად მას ლავრენტი ბერიას ხიდს უწოდებდნენ. 1953 წლიდან კი მეტეხის ხიდი ეწოდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები