| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი
კომპლექსი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია,
რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა,
ღირებულების 35% შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი სასტუმროსა
და რესტორნის მშენებლობას მოხმარდა.
„ჩვენი გამაჯანსაღებელი
კომპლექსი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა, ის განთავსებულია წყალტუბოს პარკის
ტერიტორიაზე, სიმწვანეში და მოიცავს სასტუმროს „პარკ ჰოტელ წყალტუბო“-ს, რესტორან
„მაგნოლია“-ს და ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ „ბი ჰელსი“-ს. სასტუმროში 45 ნომერია და მომხმარებელს
სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის სერვისებს ვთავაზობთ. ესენია: მინერალური წყლის
აბაზანა, ექიმთან კონსულტაცია, წყალქვეშა მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგიური და კოსმეტოლოგიური
პროცედურები, სამკურნალო მასაჟი. წყალტუბოს თერმულ-რადონური მინერალური წყალი ჯამში
სამოცამდე დაავადებას კურნავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წყლის ნებისმიერ დროს
+35-33 გრადუსია. პროცედურა მუდმივად გამდინარე წყალში მიმდინარეობს, რომლის დროსაც
პაციენტი ორგანიზმში 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას განიცდის, რაც კიდევ უფრო
აძლიერებს სამკურნალო ეფექტს. ასევე, ჩვენთან მოსულ სტუმარს უმაღლესი კლასის სარესტორნო
მომსახურებით, ღია ბარით და ტერასით სარგებლობაც შეუძლია. კომპლექსში 150-მდე ადამიანი
გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი სასტუმროს კიდევ უფრო კეთილმოწყობას და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ“, - განმარტა სასტუმროს
დამფუძნებელმა, ნატა კაკაბაძემ.
ინფორმაციისთვის,
რედონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს,
ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას. ასევე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი
და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss