ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შპს „პალადა“ 730 მეტრი სიგრძის გზას 1.4 მლნ ლარად დააგებს
2 სექტემბერი, 2022, 15:59
შპს „პალადა“ 730 მეტრი სიგრძის გზას 1.4 მლნ ლარად დააგებს

თბილისი(GBC) - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 1.4 მლნ ლარიანი ელექტრონული ტენდერს ერთადერთი კანდიდატი შპს „პალადაა’’.

ტენდერის პირობების მიხედვით, ,,პალადამ’’ ქ. ოზურგეთში ნინოშვილისა და მოსკოვის  ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაასრულონ.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 730 მეტრს შეადგენს და ეს სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 7 თვეში. შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს.

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება და 2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 3.6 მლნ ლარისა.

ასევე პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შესაბამის სფეროში (გზების, საგზაო ინჟინერი) საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5–წლიანი გამოცდილებით.

შპს ,,პალადა’’ დაარსებულია 2006 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას სულ 283 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 114-ში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი  84.5 მლნ ლარია.

კომპანიის 50%-იანი წილი ილია კერესელიძეს ეკუთვნის, ხოლო მეორე 50% გიორგი ელიავას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები