ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
G7 რუსეთს ნავთობის ფასის ზედა ზღვარს უწესებს
2 სექტემბერი, 2022, 15:04
G7 რუსეთს ნავთობის ფასის ზედა ზღვარს უწესებს

თბილისი (GBC) – G7–ის წევრმა ქვეყნებმა სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს რუსეთისთვის ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესების საკითხი.

Financial Times ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფასის ზედა ზღვარს შვიდეულის ფინანსთა მინისტრები პარასკევს, 2 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ. ასევე მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტით გათვალისწინებულ ემბარგოს, რომელიც რუსულ ნავთობს ეხება.

ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტს 2023 წლის 5 თებერვლიდან შეწყვეტს.

რუსეთის ვიცე–პრემიერმა ალეკსანდრ ნოვაკმა კი პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი აღარ მიაწვდის თავის ნედლეულს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის ნავთობს ფასის ზღვარს დაუწესებენ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები