ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნეს სექტორის ბრუნვაში ყველაზე დიდ წილს ვაჭრობა იკავებს
2 სექტემბერი, 2022, 14:20
 ბიზნეს სექტორის ბრუნვაში ყველაზე დიდ წილს ვაჭრობა იკავებს

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა და 41.7 ლრდ ლარი შეადგინა.


ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.5% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.0%-იანი წილით (ძირითადად აზარტული თამაშები. რედ.), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.3%-იანი წილით, მშენებლობა - 5.7%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.3%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.3%-იანი წილით, ხოლო 8.9% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება:

ამ პერიოდში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.3%) და ვაჭრობა (19.3%), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.7 %) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.6 %), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.1%-იანი წილი უჭირავს.

 2022 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.7, 13.0 და 10.5 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.3 %), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (4.9 %) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (4.8 %) დარგის საწარმოებზეც:


 ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება სქესისა და ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები