ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია
2 სექტემბერი, 2022, 13:20
საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მენეჯმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ნუცა გოგილაშვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს. ნუცა ამ დრომდე ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი იყო. მას ფინანსური მომსახურების სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2011-2014 წლებში ის მუშაობდა ლონდონში, JP Morgan-ში რისკების მიმართულებით. ნუცა ბანკს 2016 წლიდან შეუერთდა და ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია. მათ შორის, 2016 წლიდან კორპორაციული და საინვესტიციო ბანკის სტრატეგიული პროცესების ხელმძღვანელის თანამდებობა, 2017 წელს კი ის გახდა მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი. 2019 წელს კი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდიც ჩაიბარა. ნუცა გოგილაშვილმა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით ლონდონში, Cass-ის ბიზნესსკოლაში მიიღო.

 

მიხეილ გომართელს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს ბანკში, სადაც იგი 25 წელია მუშაობს. ის დირექტორის მოადგილის პოზიციიდან სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელობას გააგრძელებს.

 

ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს ელენე ოქრომჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ელენე ბანკში, ამ დრომდე, ბიზნეს პროცესების, ოპერაციული მართვის მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მან ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა უდიდესი გამოცდილება როგორც საოპერაციო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები