| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2022
წლის
აგვისტოში
ხოლო
წლიური
ინფლაციის
დონემ
10.9 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში,
გასული
წლის
შესაბამის
პერიოდთან
შედარებით
7.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.0%-ით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით:
წლიური
ინფლაციის
ფორმირებაზე
ძირითადი
გავლენა
იქონია
ფასების
ცვლილებამ
შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი
და
უალკოჰოლო
სასმელები:
ჯგუფში
ფასები
გაიზარდა
15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები
(32.4%), რძე, ყველი და კვერცხი (20.8 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი
(19.8 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 %), თევზეული
(13.6 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 %), ხილი და ყურძენი (2.5 %). ამასთან,
ფასები
შემცირდა
ბოსტნეულსა
და
ბაღჩეულზე
(-9.6 %); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 %-ით, რაც 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე
(18.7 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე
(1.6 %); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია,
აირი:
ჯგუფში
დაფიქსირდა
ფასების
12.4 %-იანი მატება, რაც 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (22.5 %), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 %); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4 %), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7 %) ქვეჯგუფებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss