ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
10–24 ოქტომბრის პერიოდში Wizz Air თბილისის აეროპორტიდან იფრენს
2 სექტემბერი, 2022, 11:04
10–24 ოქტომბრის პერიოდში Wizz Air თბილისის აეროპორტიდან იფრენს

თბილისი (GBC) – 10-24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო, ავიაკომპანია Wizz Air, დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

ავიაკომპანიის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირების ტექნიკური საკითხები და 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის მზადების საკითხები საქართველოში სამუშო ვიზიტით მყოფმა ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრები განიხილა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროექტს WIZZ GET LOST, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩამოსული ბლოგერისა და ინფლუენსერის სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი დღევანდელი მონაცემებით, 26 მლნ. ნახვას გადასცდა. მონაცემები, ყოველდღიურად მზარდია.

 

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა არამხოლოდ  ახალი მიმართულებების დამატების კუთხით, არამედ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია. ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში აბუ დაბიდან განხორციელებული სპეციალური ჩარტერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ბლოგერები და ინფლუენსერი ჩამოიყვანა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად, იმერეთის ცნობადობის ამაღლებას და პოზიციონირებას ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, რაც სრულიად ახალია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები