| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორთან არიელ მალარდ დე როტშილდთან
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა. ამის შესახებ
ინფორმაციას მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.
იგივე წყაროს ცნობით, აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის
ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და
კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა
გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური
სერვისების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად
ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო
ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ
ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური
პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია
Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Kaiser
Partner -ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილლა ქავენგი , კომპანია
Rothschild & Co -ს მრჩეველი პიერ ადელინი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss