| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში მდებარე შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ დარღვევის გამო, მეტალურგიული
წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ,
ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა.
2022 წელს 25
თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ
საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი
გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან,
კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება. შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მიმართ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა.
2022 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, ფოთის საქალაქო
სასამართლომ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" სამართალდამრღვევად ცნო და 45 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
საწარმოს ეზღუდება
საქმიანობის, მეტალურგიული წარმოების, განხორციელება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“
გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს
მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს. მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის
რეაგირებას მოახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე
მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად; ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს
ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარიდან
60 000 ლარამდე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss