ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა – იდუმალებით მოცულ ვითარებაში
1 სექტემბერი, 2022, 11:22
ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა – იდუმალებით მოცულ ვითარებაში

თბილისი (GBC) – მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრებთან გარდაცვლილი იპოვეს რუსული ნავთობგიგანტის ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი. შემთხვევა ხუთშაბათს, 1–ელ სექტემბერს მოხდა.

REN TV წერს, რომ შესაძლოა ბიზნესმენი კლინიკის მეექვსე სართულიდან ფანჯრიდან გადმოვარდა. მაგანოვის გარდაცვალების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მხოლოდ იმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი საავადმყოფოში სამკურნალოდ იყო მისული.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. რუსული მედია წერს, რომ მომხდარის მიზეზები და გარემოებები ირკვევა.

რავილ მაგანოვი წარმოშობით თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტევსკიდანაა. მინიჭებული აქვს „საპატიო მენავთობის“ წოდება.

მანამდე, მაისში, გავრცელდა ინფორმაცია ლუკოილის ტოპ–მენეჯერის, მილიარდერი ალეკსანდრ სუბოტინის გარდაცვალების შესახებ. იგი მოსკოვში შამანური სესიის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები