ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კრემლი სავიზო შეზღუდვებს სარკისებურად უპასუხებს
31 აგვისტო, 2022, 14:48
კრემლი სავიზო შეზღუდვებს სარკისებურად უპასუხებს

თბილისი (GBC) – თუ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებს ვიზებს შეუზღუდავენ, ევროპელებიც წააწყდებიან დისკომფორტს რუსეთში მოგზაურობის დროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა უთხრა.

„რაღაც ქვეყნები ვიზების გაცემის შეზღუდვაზე საუბრობენ. ეს იქნება ნაკლები ვიზის გაცემა, პროცესის გაჭიანურება და ასე შემდეგ... მათი ხალხიც წააწყდება პრობლემებს, როდესაც აქ ჩამოვლენ. ჩვენი ქვეყნისადმი ამ უგუნური რუსოფობიური დამოკიდებულების კიდევ ერთი სპირალი“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მეორე დღეა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხს განიხილავენ. ამ საკითხისადმი ევროგაერთიანებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

ამასთან, რუსეთის მეზობელი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმუქრებიან, რომ დამოუკიდებლად შეუზღუდავენ რუსეთის მოქალაქეებს საზღვრების გადაკვეთას, თუ ევროკავშირი ვერ შეთანხმდება ერთიან ზომებზე, წერს Financial Times.

გამოცემის ცნობით, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ევროკავშირს სავიზო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შესვლის მნიშვნელოვანი შეზღუდვის მიზნით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები