ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიხაილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
31 აგვისტო, 2022, 10:53
მიხაილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი(GBC) – 30 აგვისტოს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სსრკ–ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში გორბაჩოვს თირკმელების ავადმყოფობა აწუხებდა, თუმცა ამ ეტაპზე არ სახელდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

გორბაჩოვის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ და პატივი მიაგეს მთელ მსოფლიოში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტiერეშმა განაცხადა, რომ გორბაჩოვმა "ისტორიის კურსი შეცვალა".

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას უწოდა "იშვიათი ლიდერი" და დაახასიათა გორბაჩოვი, როგორც უნიკალური პოლიტიკოსი.

ეს მემკვიდრეობა არის ის, რასაც ჩვენ არ დავივიწყებთ”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მიხაილ გორბაჩოვი 1985-1991 წლებში იყო სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ე.წ. პერესტროიკის შემდეგ 1990 წლის 15 მარტიდან 1991 წლის 25 დეკემბრამდე იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი.

1990 წელს, როგორც ცივი ომის დასრულების მთავარმა ინიციატორმა, გორბაჩოვმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები