ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
31 აგვისტო, 2022, 10:33
გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თბილისი (GBC) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გორში გახსნილ საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

„წელს ველოდებით ვაშლის უხვ მოსავალს, დაახლოებით 120 000 ტონის ფარგლებში, საიდანაც, სავარაუდოდ, 40-50 ათას ტონამდე, არასტანდარტულია და გადამუშავდება. სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - ამოქმედდა ახალი სახელმწიფო პროგრამა. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში, იმ საწარმოებს, რომლებიც გადაიხდიან 1 კგ ვაშლზე არანაკლებ 24 თეთრს, ჩვენ 10 თეთრის ოდენობით დავეხმარებით. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებმა სრულად შეძლონ მიღებული მოსავლის დაბინავება; ამავდროულად, არასტანდარტული ვაშლი არის ნედლეული გადამმუშავებელი სექტორისთვის, რომელიც აწარმოებს პროდუქციას - წვენებს, ხილ-ფაფებს; ამ პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის  ქვეკომპონენტი  „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ამოქმედდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები