ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გერმანია რუსეთთან გამარტივებული სავიზო შეთანხმებიდან გადის
30 აგვისტო, 2022, 17:37
გერმანია რუსეთთან გამარტივებული სავიზო შეთანხმებიდან გადის

თბილისი (GBC) - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის ფედერაციასთან გამარტივებული სავიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აჩერებს. გერმანელ მინისტრს კრემლთან დაახლოებული რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ არაფერს წერს.

გერმანული გამოცემა NDR–ის ცნობით, ბერბოკმა მოსკოვთან არსებული სავიზო შეთანხმების შეჩერების ინიციატივა გააჟღერა. ამ შემთხვევაში, მინისტრის აზრით, ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ შემოწმებას, თუ რის საფუძველზე ხდება ვიზაზე განაცხადის შევსება და რამდენად არის დაახლოებული განმცხადებელი რუსეთის მთავრობასთან. ამის შემდეგ კი მოხდება განაცხადის დაკმაყოფილების ან უარყოფის გადაწყვეტილების მიღება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30 აგვისტოს ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების შეზღუდვის საკითხს.

„მჯერა, რომ პრაღაში საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივალთ“, – თქვა ანალენა ბერბოკმა შეხვედრის დაწყების წინ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები