ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
შარლ მიშელი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა – გარღვევის მოლოდინი 31 აგვისტოს შეხვედრიდან
30 აგვისტო, 2022, 16:38
შარლ მიშელი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა – გარღვევის მოლოდინი 31 აგვისტოს შეხვედრიდან

თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი სამშაბათს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

ალიევთან საუბრისას მხარეებმა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ხვალ, 31 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირის საორგანიზაციო მხარდაჭერით დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგზე, რომელზეც ალიევი და ფაშინიანი პირისპირ ისაუბრებენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე.

ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში შარლ მიშელმა ასევე ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მხარეებმა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

პოლიტიკოსებმა სომხეთ–ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებიც განიხილეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები