ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპენსიო ფონდი VS ინფლაცია - ბოლო 1 წელია ამონაგები ინფლაციას ვერ ჯობნის
30 აგვისტო, 2022, 16:04
საპენსიო ფონდი VS ინფლაცია - ბოლო 1 წელია ამონაგები ინფლაციას ვერ ჯობნის

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები რეკორდულ ინფლაციას ვერ ჯობნის. ბოლო 12 თვეა ფონდის ამონაგები მინუსშია და (ივლისის მონაცემებით) ფონდში განთავსებული თანხის სარგებელი 2.8%-ით ჩამორჩება ინფლაციას. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ივლისის მონაცემებით ამონაგები პლიუსშია და ის 0.19%-ით ჯობნის ინფლაციას. ფონდის შექმნიდან დღემდე - თანხის მსყიდველუნარიანობა 0.9%-ით ჯობნის ინფლაციას.

ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასების ზრდის დონე 11.5%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ფონდის აქტივებზე დარიცხული მაქსიმალური სარგებელი 11.8%-ს შეადგენს. კერძოდ - 11.8%-იანი სარგებელი ერიცხება ბანკებში ვადიან ანაბრებსა და სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსებულ თანხას; 11.4% ერიცხება მიმდინარე ანგარიშზე განთავსებულ თანხას; 9.8%-ს შეადგენს სარგებელი სახაზინო ობლიგაციების შემთხვევაში; ევროობლიგაციებს 7.4% ერიცხება; აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებს 2.4%.

საპენსიო ფონდმა მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.2% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.8% ლარში.

 საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი კი ასე გამოიყურება: 5.0% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6% არის განთავსებული.

ვადიან ანაბრებზე მაღალ სარგებელს კი თავის მხრივ ინფლაცია განაპირობებს - ლარში სარგებელი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, თუმცა გარკვეულ თვეებში ის მაინც ჩამოუვარდება ინფლაციის მაჩვენებელს.

ფონდის შექმნიდან დღემდე - განთავსებული თანხა მხოლოდ ერთხელ - 2020 წელს ჯობნიდა ინფლაციას. კერძოდ: 2019 წელს ფონდის წმინდა ამონაგები 6.1%-ს შეადგენდა, ინფლაცია კი 7%-ს; 2020 წელს ინფლაციის დონე 2.4% იყო - წმინდა ამონაგები კი 12.4%; 2021 წელს წმინდა ამონაგები 9.5%-ს შეადგენდა, ინფლაცია კი 13.9%-ს.

საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2.514 მლრდ ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით კი, ივლისის თვის მდგომარეობით 2 267-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები