| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჩინეთში
234 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც ქვეყნის ისტორიაში უმსხვილეს საბანკო თაღლითობაში
არიან ეჭვმიტანილი. ბანკებმა მოსახლეობას $5,8 მლრდ მოჰპარეს, წერს სააგენტო
Bloomberg.
პოლიცია აცხადებს, რომ
დანაშაულებრივი დაჯგუფება ლუ ის მეთაურობით უკანონოდ აკონტროლებდნენ 4 სოფლის ბანკს
ხენანისა და ანხოის პროვინციებში. ბანკები მოქალაქეებს 18%–ს სთავაზობდნენ მოზიდულ
სახსრებში. შედეგად მათ სადეპოზიტო ანგარიშებზე $5,8 მლრდ–ის მობილიზება შეძლეს. ამის
შემდეგ თაღლითებმა ფულის მფლობელებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკეს.
აღნიშნული პროვინციების
მოქალაქეები მომხდარს აპრილიდან აპროტესტებდნენ და ამის ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას
ცდილობდნენ. პრობლემის მოსაგვარებლად ათობით ადვოკატი დაიქირავეს. ამ დროისთვის სამართალდამცავები
აქტიურად იძიებენ საქმეს და თაღლითური სქემით დაზარალებულები კომპენსაციებს იღებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss